ვაკო გვილია - „სლავიასთან“ მატჩი ცალსახად ისტორიული მნიშვნელობისაა #1TVSPORT
ვაკო გვილია - „სლავიასთან“ მატჩი ცალსახად ისტორიული მნიშვნელობისაა #1TVSPORT

დღეს, 20:00 საათზე, ჩენსტოხოვას „რაკოვი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში პრაღის „სლავიას“ უმასპინძლებს და ჯგუფში მოსახვედრად საჭირო ანგარიშით მოგებას შეეცდება.

ჩეხურ კლუბთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი „რაკოვისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გააკეთა, რომელიც ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ხაზი გაუსვა მატჩის მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მოედანზე აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ, კონფერენს ლიგის ჯგუფში რომ გავიდეთ. ამ კუთხით „სლავიასთან“ მატჩი ცალსახად ისტორიული მნიშვნელობისაა კლუბისთვის და ქალაქ ჩენსტოხოვასთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წინსვლა გავაგრძელოთ და ამ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ვაკო გვილიამ.

ვაკო გვილიას „რაკუვი“ კონფერენსლიგის პლეი ოფში პრაღის „სლავიას“ 18 აგვისტოს საკუთარ სტადიონზე მიიღებს, ხოლო 25 აგვისტოს განმეორებით მატჩს პრაღაში ჩაატარდებს.