ვაკო გვილია ისევ შვეიცარიის ტურის სიმბოლურშია
ვაკო გვილია ისევ შვეიცარიის ტურის სიმბოლურშია

ვაკო გვილია შვეიცარიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის თამაში წინა ორ ტურში პოპულარულმა გამოცემა ”ბლიკ შპორტმა”, ”ლუცერნცაიტინგმა” და შვეიცარიაში ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემამ ”ველოუფუტბოლმა” დააფასეს.

ამჯერად გვილია ისევ ”ველოუფუტბოლისრჩეულებში მოხვდა. ქართველის გუნდმა, “ლუცერნმა” შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში “ბაზელს” 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მონაწილე იყო და პლეი ოფში “მანჩესტერ სიტისთან” დამარცხდა, თუმცა გასვლაზე მაინც მოუგო (0:4, 2:1).

ვაკო გვილია “ლუცერნში” იანვარში ჩაირიცხა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა.