ვაკისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩას პირველ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22:07, 29.02.2020

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, პირველ მარტს ვაკისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

„საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მარიჯანის, ნადირაძის, ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 01:00-დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, ბარნოვის, მუხაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რამიშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი