ვაკისა და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

07:30, 24.04.2019

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 15:00 სთ-დან 25 აპრილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: გაზაფხულის, III დელისის, მ. დავითაშვილის ქუჩებს, ნუცუბიძის ქ. N77, ნუცუბიძის III მ/რ-ის 1 კვ-ის N4,5,6,7,8,14,15,16, ოსეთის(ცხინვალის), ამაშუკელის, ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ქუჩებს, ზემო ვეძისში: ვ.წულუკიძის, მ. ალასანიას, ა. ანდრონიკაშვილის ქუჩებს, სოფ.დიღომში: აღმაშენებლის, მესხის, გოგიშვილის, თაყაიშვილის, გორგასალის ქუჩებს, კვანტალიანის ქ. N5-დან N17-ის ჩათვლით, N28-დან N102-ის ჩათვლით

წყლის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. 11:00 სთ-დან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ფალიაშვილის ქ. N59-დან N87-ის ჩათვლით, N84-დან N118-ის ჩათვლით, დარიალის, მუხაძის ქუჩებს.

0:00 სთ-დან 20:00 საათამდე კი წყალმომარაგება შეეზღუდება ნუცუბიძის III მ/რ-ს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი