ვაკისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

08:07, 26.11.2018

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ორ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელი დიღმის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი