ვაკის საოლქო კომისიასთან, „ლეიბორისტების“ ახალგაზრდული ფრთის აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს [ფოტო]
ვაკის საოლქო კომისიასთან, „ლეიბორისტების“ ახალგაზრდული ფრთის აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს [ფოტო]

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების აქცია გრძელდება.

დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან სამი პირი გაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია სამი პირი ადმინისტრაციოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მისვლას მოჰყვა. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ წარმომადგენელს სხდომაზე არ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.