ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, დ.თავხელიძის ქ. N 1ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში დ.თავხელიძის ქ. N 1ა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.