ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განახლდება
ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განახლდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განახლდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით აქტიურად აგრძელებს მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.

კომპანია სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახლით ცვლის წყალსადენის 0,4 კმ-ზე  მეტი სიგრძის მოძველებულ მონაკვეთს. წყალმომარაგების მართვის გაუმჯობესების მიზნით, პროექტში  გათვალისწინებულია ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი. ასევე, მოეწყობა  საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეური“ აღნიშნულ სამუშაოებს ოქტომბრის დასაწყისში დაასრულებს.

ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შროშისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი