ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

​იანვარ-ივნისის მონაცემებით, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა. სამუშაოები სულ 47 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, რაზეც ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა.

რამდენიმე ქუჩასთან ერთად, სამუშაოები შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში განხორციელდა. პროექტები ცენტრალური ვაკის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და წყნეთის უბნებს მოიცავს.

„გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის მსგავსად, სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წელსაც გეგმის მიხედვით ხდება. გამგეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას ვახორციელებთ, თუმცა არის რამდენიმე ქუჩა და შედარებით დიდი მონაკვეთები, რაც მიმდინარე წელს უკვე განვაახლეთ. სულ, ამ დროის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 50 მისამართზე მოხდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

გზის საფარის განახლების გარდა, ორ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, კიდევ ორ მისამართზე კი აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში მოეწყობა.

დატოვე კომენტარი