ვაკის რაიონში 1 300-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება
ვაკის რაიონში 1 300-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, დღეს, 4 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 1 300-მდე აბონენტს.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება:

▪️ თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);

▪️ თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);

▪️ თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის);

▪️ ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტის“;

▪️ ი. ჭავჭავაძის გამზ. – მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსის“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსის“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;

▪️ კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კორპუსები.

ასევე:

▪️ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;

▪️ თურქეთის საელჩო;

▪️ სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა;

▪️ შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“;

▪️ სს „აქსის თაუერსი“ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10.00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.