ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

07:30, 28.04.2020

ვაკის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანიამ ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

მათივე ცნობით, დღის 12:00 საათიდან ახალ ქსელზე საბოლოო გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან 29 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, რამიშვილის, მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვილის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, აბულაძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

მსგავსი