ვაკის პარკში დაპირისპირების დროს ვალერი კვარაცხელია დააკავეს [ვიდეო]

ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირებისას სოციალისტური მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, კვარაცხელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა საქმის მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკის მიტანის გამო გამოხატეს, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ.

დაპირისპირება სწორედ სოციალისტური მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

ერთ-ერთმა პირმა სოციალისტური მოძრაობის წევრებს კვერცხები ესროლა.