ვაკის პარკში „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ
ვაკის პარკში „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

ვაკის პარკში „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. როგორც ჟურნალისტებს საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, აპირებენ, შეაგროვონ ხელმოწერები, რათა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალოს.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, ხვალ „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ჩატარდეს.

ამასთან, ვაკის პარკში შეკრებილებმა სასულიერო პირთან ერთად ილოცეს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.