ვაკის პარკში რამდენიმე დღის განმავლობაში ე.წ. შაბათობა გაიმართება [ფოტო]
ვაკის პარკში რამდენიმე დღის განმავლობაში ე.წ. შაბათობა გაიმართება [ფოტო]

„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობა მიმდინარეობს.

შაბათობა ვაკის პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, ასევე, მოწესრიგდება და შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები.

სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვისჯგუფის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.