ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორისა და მოქალაქეების ნაწილი თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს. ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერს ეკისრება.

პარალელურად პარლამენტთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.