ვაკის პარკში აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება
ვაკის პარკში აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება.

მათივე თქმით, ვაკის პარკში აქციის რამდენიმე ორგანიზატორი დარჩება, რათა ხვალისთვის აქცია უკეთ იყოს ორგანიზებული და გამართული იყოს აქციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები.