ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

12:44, 17.06.2021

თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეთავაზებების მიღება აღნიშნულ შესყიდვაზე მიმდინარე წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

როგორც სატენდერო მოთხოვნებიდან ირკვევა, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების საგარანტიო პერიოდად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი განისაზღვრა.

ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021-2022 წ.წ თბილისის ბიუჯეტით დაფინანსდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 2021 წელს 3 000 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – 8 563 373 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ანუ მიმწოდებელმა ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში უნდა დაასრულოს და საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 563 373 ლარია.

მსგავსი