ვაკის პარკის აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან დღეს 15:00 სთ-მდე შეხვედრას ითხოვენ
ვაკის პარკის აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან დღეს 15:00 სთ-მდე შეხვედრას ითხოვენ

აქციების – „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ  ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე გუშინ აქციის ორანიზატორებმა განაცხადეს.

მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას სპეციალური საგამოძიებო კომისიის საზოგადოებისთვის სანდო პირებით დაკომპლექტებასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ.

აქციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას.

აქციის ორგანიზატორები გიორგი კვირიკაშვილს დროს შესახვედრად ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბური აქციების ჩატარებას აპირებენ.