ვაკის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
ვაკის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება ი. ჭავჭავაძის გამზირის 1ჩ. 35, 1ჩ. .35ა, 1ჩ. 35ბ, ნ. რამიშვილის ქუჩის №33, №35-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

ასევე, გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება ზემო ვაკის (რევაზ ჯაფარიძის) ქუჩის, შესახვევისა და გასავალის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა ზემოაღნიშნულ მისამართებზე დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.