ვაკის გამგებლის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ვაკის გამგებლის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც ადვოკატმა დავით სანაძემ სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„რაც შეეხება საქმის მასალებს, ეს წუთია გადმოგვეცა. ბუნებრივია, ფაქტობრივ გარემოებებზე სხვას ვერ მოგახსენებთ, დანარჩენს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით სანაძემ.

სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დღეს დააკავა.

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.