ვახუშტის ხიდი დღეს დროებით ორმხრივად გადაიკეტება

07:14, 24.02.2019

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეს ვახუშტის ხიდი დროებით ორმხრივად გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი