ვახუშტი მენაბდე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ცნობილი იურისტი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა 
ვახუშტი მენაბდე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ცნობილი იურისტი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის თემაზე კონსულტაციები იწყება.

ავლაბრის რეზიდენციაში პროფესიული წრეების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც ილიას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვახუშტი მენაბდემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე სავარაუდოდ არ იქნება და დისკუსია ზოგადად პროცესს შეეხება.

ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პროცესი მისი აზრით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩართულობაზე ორიენტირებული, რათა პრეზიდენტმა და შემდეგ პარლამენტმა გაითვალისწინონ ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები.

„ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იმ კორპორატიული ერთობიდან, რომელიც აკონტროლებს დღეს არამხოლოდ უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემას. მეორე, ცხადია ის უნდა იყოს ცნობილი იურისტი, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს ნდობა საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან და საზოგადოებრივი საქმიანობიდან”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ვახუშტი მენაბდემ.

დატოვე კომენტარი