ვახუშტი მენაბდე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უნიკალური პროცესია
ვახუშტი მენაბდე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უნიკალური პროცესია

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უნიკალური პროცესია.

როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, გასაუბრების დროს ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა, რომელზეც ასევე საინტერესო პასუხები გასცეს.

„ეს პროცესი ხელს შეიწყობს საქართველოს პარლამენტს, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დღეს შერყეული რეპუტაციის მქონე სასამართლოში მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ცხადია ამის პოლიტიკური ნება და სურვილი ჩვენმა კანონმდებლებმა გამოხატეს“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება სურდეს მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობა, მენაბდე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კითხვები თავიდანვე არსებობდა.

„მთავარი საკითხი არის, რატომ უნდა მოუნდეს ქვეყნის პირველ პროკურორს უზენაეს სასამართლოში გადასვლა მას შემდეგ, რაც მისი დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვე არის გასული? ეს არის მთავრი კითხვა თადუმაძის მიმართ, იმედი გვაქვს, ეს კითხვა დაისმება და ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით თადუმაძის პასუხს ამ კითხვაზე“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.