ვახუშტი მენაბდე - სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოთამაშეები შეთანხმების მიხედვით დააკომპლექტებენ უზენაეს სასამართლოს
ვახუშტი მენაბდე - სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოთამაშეები შეთანხმების მიხედვით დააკომპლექტებენ უზენაეს სასამართლოს

ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ მმართველმა გუნდმა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს არც ერთი მოსამართლე არ დაინიშნება ოპოზიციის თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

,,იმ არასაკმარისი გაუმჯობესებების ფონზე, რაც მმართველმა გუნდმა კანონპროექტში ჩადო, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ მან გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს არც ერთი მოსამართლე არ დაინიშნება ოპოზიციის თანხმობის გარეშე. მხოლოდ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს, დააკომპლექტოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი საკასაციო ინსტანცია.

ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენა. სასამართლოს ნდობა აღდგება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოთამაშეები შეთანხმდებიან და შეთანხმების მიხედვით დააკომპლექტებენ უზენაეს სასამართლოს. ვინაიდან ეს კანონპროექტი გარანტიებს ვერ ქმნის, ამიტომ ვსაუბრობ პოლიტიკურ გარანტიებზე, ვინაიდან სამართლებრივი გარანტიები ამ კანონში არ არის”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.