ვახუშტი მენაბდე - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია გადასაჭრელი, არის „კლანის“ წასვლა
ვახუშტი მენაბდე - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია გადასაჭრელი, არის „კლანის“ წასვლა

მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია გადასაჭრელი, ეს არის „კლანის“ წასვლა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში სხვა პრობლემებთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, უნდა გადავჭრათ და აღმოვფხვრათ ის გამოწვევა, რომელსაც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა ჰქვია. მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს გადასაჭრელია სასამართლო სისტემაში ეს არის „კლანის“ წასვლა. დღესდღეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანს აქვს მყარი უმრავლესობა, ის აკონტროლებს მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლებას და ზედამხედველობს მათ ყოველდღიურ საქმიანობას. ამიტომ, ამ პირობებში, შეუძლებელია ვისაუბროთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ნებისმიერ იმედზე. პირველ რიგში აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 2/3-იანი უმრავლესობა აღარ იყოს და შემდეგ უკვე, აქედან დაიწყება სასამართლოს გათავისუფლება. აქ საუბარია, იმაზე, რომ „კლანი“ აკონტროლებს მოსამართლეებს. შესაძლოა, არიან მოსამართლეები და იმედი გვაქვს, რომ არიან, რომელთაც შეუძლიათ სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბჭოში არსებული მარწუხები მათ აიძულებთ, რომ იმოქმედონ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა მენაბდემ.