ვახუშტი მენაბდე - ხაზარაძე ამბობს, რომ უცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, ამ კაცს აქვს პრეტენზია, მართოს ეს ქვეყანა
ვახუშტი მენაბდე - ხაზარაძე ამბობს, რომ უცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, ამ კაცს აქვს პრეტენზია, მართოს ეს ქვეყანა

ხაზარაძე ამბობს, რომ უცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, ამ კაცს აქვს პრეტენზია, მართოს ეს ქვეყანა, – წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ვაქცინის კომერციულად შემოტანაც უნდა იყოს დაშვებული.

„ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“ (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია, რომ ეს ქვეყანა მართოს).

რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოვიქცეთ, რომ მდიდრები აიცრან, ღარიბები რაც მალე მოკვდებიან უკეთესია. საერთოდაც, ვაქცინაციის პრიორიტეტები სახელმწიფომ კი არ დაადგინოს, რისკ ჯგუფების და საჭიროების მიხედვით, არამედ თავისუფალმა ბაზარმა. ვისაც ფული აქვს იმათი მშობლები გადარჩებიან, ვისაც არა დაიხოცებიან.

თან ცოტა ფულსაც გააკეთებენ. სტატუს კლიენტებს ურიგოდ დაარჭობენ პირდაპირ TBC-ის ფილიალებში. რატომაც არა? სადაც სეგრეგირებული მომსახურების მიღება მოსულა, 100 ლარით მეტი შემოსავლის გამო, სიცოცხლეც სეგრეგირებულად დავარიგოთ“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქში“.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა.

ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“ (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია…

Posted by Vakhushti Menabde on კვირა, 07 თებერვალი, 2021

დატოვე კომენტარი