ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს
ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს.

„პირველი ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის შემცირებას და პროფესიონალიზაციას ისე, რომ ისინი კონსენსუსით დაინიშნონ. მეორე – ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს, ეს არის სიჩუმის დღე და რადიუსი. მესამე კი, ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემის არსებობას. დღეს იმაზე ცუდი საარჩევნო სისტემა გვაქვს, ვიდრე ეს გვქონდა პარლამენტთან მიმართებაში და საჭიროა მისი პროპორციულად გარდაქმნა“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ამ ფორმატში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები.

დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.