ვახტანგ შაქარიშვილი - ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ გაიზრდება, ნიკა მელია გამოვიდეს
ვახტანგ შაქარიშვილი - ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ გაიზრდება, ნიკა მელია გამოვიდეს

ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ გაიზრდება, ნიკა მელია გამოვიდეს, თუმცა არ ვიცით, ეს რამდენად მოხერხდება, –  ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც აცხადებდა, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ უშვებდნენ.

“ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ გაიზრდება ნიკა მელია გამოვიდეს, თუმცა არ ვიცით ეს რამდენად მოხერხდება. ისინი ამტვრევენ ღია კარს, ისინი დაესწრნენ მთავრობის სხდომას, დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები. შესაბამისად, სპეკულაციები, რომ მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ უშვებდნენ, ზედმეტია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სხდომას დაესწრნენ”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და მარიკა დათუკიშვილი დღეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომას დაესწრნენ.