ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გაცნობა მინდოდა, მაგრამ ერთი წავიდა და მეორე არ მეკონტაქტება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გაცნობა მინდოდა, მაგრამ ერთი წავიდა და მეორე არ მეკონტაქტება

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, თუმცა არავინ გამოხმაურებია.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე – „იმაზე რა ხდება, თქვენ რომ თქვით ჩემს ეთერში, შეხვედრა გვინდა სააკაშვილთანო, კომუნიკაცია თუ შედგა“, მეგრელიშვილმა ასე უპასუხა: „კაციშვილი არ გამომეხმაურა. მე მივწერე ერთი-ორ კაცს, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა. სააკაშვილს არ ვიცნობ, მაგალითად მივწერე ნიკა ობოლაძეს, რომელიც არის ახალი სახე. საჯაროდ ვთქვი თქვენ ეთერში და არავინ არ გამომეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი. მე ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გაცნობა მინდოდა, მაგრამ ერთი წავიდა და მეორე არ მეკონტაქტება“.