ვახტანგ მეგრელიშვილი - შეუძლებელია, ადამიანები ყველაზე დიდ დანაშაულს აბრალებდნენ ერთმანეთს და მერე რიგდებოდნენ
ვახტანგ მეგრელიშვილი - შეუძლებელია, ადამიანები ყველაზე დიდ დანაშაულს აბრალებდნენ ერთმანეთს და მერე რიგდებოდნენ

შეუძლებელია, ადამიანები ყველაზე დიდ დანაშაულს აბრალებდნენ ერთმანეთს და მერე რიგდებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტან მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,

მისი თქმით, ორივე მხარესთან საუბრისას თითოეული იწყებს გულწრფელ ახსნას, როგორ არის საპირისპირო მხარე რუსეთთან დაკავშირებული.

„როცა ერთმანეთის ლიდერებს ვაგინებთ, მარტო მათ ხომ არ ვაყენებთ შეურაცხყოფას და მათ მხარდამჭერებსაც ხომ ვაგინებთ? თუ რაიმე დასაწყებია, იქნებ იქიდან დავიწყოთ, რომ რაიმე კარგი დავინახოთ მეორე მხარის ამომრჩეველში. არ მახსენდება „ქართულ ოცნებას“ ოდესმე გაეხსენებინოს იმ „სისხლიანი ცხრა წლის“ განმავლობაში რაიმე კარგი მოხდა.რიგითი ადამიანების პატივისცემის დაწყება უფრო შეიძლება იყოს გამოსავალი, ვიდრე ასე ფორმალური შერიგება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი