ვახტანგ მეგრელიშვილი - საგამოძიებო კომისიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოპოზიციას და ჯერ გადაწყვეტილი თუ არ არის პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, გაუგებარია, რა კომისიას ქმნის კობახიძე
ვახტანგ მეგრელიშვილი - საგამოძიებო კომისიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოპოზიციას და ჯერ გადაწყვეტილი თუ არ არის პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, გაუგებარია, რა კომისიას ქმნის კობახიძე

კომისიის შინაარსი ის არის, რომ ოპოზიციით კომპლექტდება და სანდოობის მომენტია. მთავარი პრობლემა, რომელიც ჯერ გადაჭრილი არ გვაქვს არის ის, რომ ამ პარლამენტს, რომელიც არჩეულია საერთოდ აქვს თუ არა ლეგიტიმაცია, რომ დაიწყოს მუშაობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის მონაწილეობას და თუ ჯერ გადაწყვეტილი არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხი, რა კომისიას შექმნაზეა საუბარი გაუგებარია.

„პირველი საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მთავრდება თუ არა წარმატებით მოლაპარაკებები და ვინმე აყირავებს თუ არა მაგიდას. ჯერჯერობით ეს პროცესი არ მისულა იქამდე, რომ ვინმემ კომენტარი გააკეთოს, რამდენად მიზანშეწონილია ახლა ამ ფორმატში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან წარმოიდგინეთ, რომ მარტო „ქართული ოცნებაა“ და თვითონ ქმნის საგამოძიებო კომისიას. კომისიის შინაარსი ის არის, რომ ოპოზიციით კომპლექტდება და სანდოობის მომენტია. მთავარი პრობლემა, რომელიც ჯერ გადაჭრილი არ გვაქვს არის ის, რომ ამ პარლამენტს, რომელიც არჩეულია საერთოდ აქვს თუ არა ლეგიტიმაცია, რომ დაიწყოს მუშაობა. კობახიძისგან ეს განცხადება უფრო კუნთების გამოჩენად მომომეჩვენა. თავად საგამოძიებო კომისიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის მონაწილეობას და თუ ჯერ გადაწყვეტილი არაა საკითხი ოპოზიციის შესვლის პარლამენტში, რა კომისიას ქმნის ბატონი კობახიძე ესაა ჩემთვის გაუგებარი. კობახიძის განცხადების ზოგადი შეფასება იყო, რომ ჩვენ დავინახეთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად პროცესის მიმართ, ამაში იგულისხმა ის, რომ თქვენ მე მოგიხსნით დაფინანსებას, ანუ რაღაც სანქციების მაგვარი, პლიუს ეს კომისია, რომელიც იტყვის რამდენად სამართლიანად ჩატარდა. შეიძლება ერთის მხრივ ეს ძალიან ლოგიკურად გამოიყურებოდეს, მაგალითად მეც მგონია, რომ პარტიებმა ფული არ უნდა აიღონ, თუ ისინი პარლამენტში არ არიან, მაგრამ ამ სიტუაციაში უნდობლობის მთავარი ობიექტი იყო თავად „ქართული ოცნება“, პრობლემა ამაშია. ჩემი აზრით არ არის სერიოზული  კომისიებზე საუბარი და მით უმეტეს, არ არის სერიოზული უცბად ასეთ ცაიტნოტურ სიტუაციაში ფულადი შანტაჟის მუქარის გამოცხადება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.