ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილის მესიჯია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას, დამოუკიდებელი თამაშის ცდას თუ მოინდომებთ, იგივე დაგემართებათ, რაც ბოკერიასო, ალბათ მელიას მიემართება
ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილის მესიჯია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას, დამოუკიდებელი თამაშის ცდას თუ მოინდომებთ, იგივე დაგემართებათ, რაც ბოკერიასო, ალბათ მელიას მიემართება

ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია – ამ მესიჯს აგზავნის მიხეილ სააკაშვილი თავის ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.

ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, შესაძლოა, ეს განცხადება ნიკა მელიას მიემართებოდეს.

„თამაშია, დადანაშაულების თამაში, ვის დააბრალებ, რომ ან გაყიდულია, ან მოსყიდული. ამას თამაშობს  „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლიდან.  ნებისმიერი, ვინც მას არ ეთანხმება, ფაქტობრივად, მისი მტერი ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დაბლოკილი ვართ მათ პარტიულ არხებზე. ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია – ამ მესიჯს აგზავნის მიხეილ სააკაშვილი თავის ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებთან, რომლებსაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა პოლიტიკური საქმიანობის სურვილი ჰქონდეთ. ეს ნიშნავს, რომ ნახეთ, ბოკერიას რა დაემართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას და დამოუკიდებელი თამაში ცდას თუ მოინდომებთ, თქვენც იგივე დაგემართებათო. ალბათ მელიას მიემართება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.