ვახტანგ მეგრელიშვილი - როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ასეთი კრიზისია და არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, არ მგონია, დასავლეთის ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება პრაგმატული იყოს
ვახტანგ მეგრელიშვილი - როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ასეთი კრიზისია და არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, არ მგონია, დასავლეთის ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება პრაგმატული იყოს

როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ასეთი კრიზისია და არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, არ მგონია პრაგმატული იყოს დასავლეთის ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, დიპლომატები როგორი ადამიანები არიან, ისინი სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

„ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, მართლა რამე რომ დაგვემართოს, თუ ვინმეს იმედი გვაქვს, ეს არის დასავლეთი და ორი მთავარი ინსტიტუტი – აშშ-ის და  ევროკავშირის. დავუშვათ, შეიძლება ეს ადამიანი კარგი ან ცუდი იყოს, შეიძლება ცუდი ხასიათი ჰქონდეს, რაღაცა უყვარდეს, მაგრამ ცუდ და კარგ ადამიანზე კი არ არის, ის არის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ასეთი კრიზისია, არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, შეიძლება, ხვალ ბევრად უარეს კრიზისში აღმოვჩნდეთ და კიდევ უფრო მეტად დაგვჭირდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, მე არ მგონია, პრაგმატული იყოს ამ ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება. მე არავითარ შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.