ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნების“ წევრები ნებისმიერ შემთხვევაში არიან მზად უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ შეიძლება, შედგეს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნების“ წევრები ნებისმიერ შემთხვევაში არიან მზად უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ შეიძლება, შედგეს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

„ქართული ოცნების“ წევრები ნებისმიერ შემთხვევაში არიან მზად წასასვლელად, მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ შეიძლება, შედგეს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ეს რაღაცებზე არის დამოკიდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინაში ერთად ჩავა.

„მიმდინარეობს უკრაინის მხარესთან მოლაპარაკება დეტალებზე, ლოჯისტიკაზე და ა.შ. ხვალ ჩემი აზრით, ბევრად მეტი გვეცოდინება. რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს, რაოდენობა თითოეული პოლიტიკური ჯგუფიდან ერთია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს შიგნით გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველას უნდა, აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით ჩვენგან ვინ წავა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამოკიდებულია იმ ლაპარაკზე, რომელიც მიმდინარეობს დღეს ოფიციალურ სტრუქტურებს შორის. როგორც ჩანს, რაღაცა თვალსაზრისით, სურვილი უკრაინის მხრიდან გამოვლინდა პარლამენტის თავმჯდომარე როგორ შეიძლება წავიდეს, მაგრამ მე ამის შესახებ ამ წუთას ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით, რაც გარანტირებულად ვიცით პარლამენტის დელეგაცია ნამდვილად მიდის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება არის განსხვავებული, ჩემთვის თუ ეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი, შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იდეაში, „ქართული ოცნების“ წევრები მაინც არიან ამ დელეგაციაში და ეს უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.