ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნების“ გაცნობა მინდა, ახალი არჩევნები არ მაინტერესებს, მომავალზე მინდა ლაპარაკი
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნების“ გაცნობა მინდა, ახალი არჩევნები არ მაინტერესებს, მომავალზე მინდა ლაპარაკი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გაცნობა სურს.

როგორც მან „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, აინტერესებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რომელიც მას გააგებინებს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“.

„საჯაროდ ვამბობ, მინდა, გავიცნო „ქართული ოცნება“. გავიგო, რა უნდა დღეს „ქართულ ოცნებას“. არაფორმალურ გარემოში უნდა გავიცნო, მედიის და ზედმეტი გიჟური რაღაცების გარეშე. ადამიანს გაცნობა მინდა, შოუს მოწყობა კი არა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არ აინტერესებს ახალი არჩევნები, არამედ სურს მომავალზე ლაპარაკი.

„მე პროპორციული არჩევნები მაინტერესებს, ამაზე სალაპარაკოდ მივდივარ. არ მაინტერესებს ახალი არჩევნები, მე მინდა მომავალზე ლაპარაკი“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.