ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციისგან ალტერნატიული პროცესის დაწყება აბსურდია, როცა გვინდა, ვიოლა ფონ კრამონის რეკომენდაცია ხომ გვესმის? როცა არ გვინდა, როგორც ჩანს, შეიძლება, ვერ გავიგოთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციისგან ალტერნატიული პროცესის დაწყება აბსურდია, როცა გვინდა, ვიოლა ფონ კრამონის რეკომენდაცია ხომ გვესმის? როცა არ გვინდა, როგორც ჩანს, შეიძლება, ვერ გავიგოთ

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული პროცესის დაწყება აბსურდია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელია ის, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს.

„ევროპარლამენტარების მთავარი მოთხოვნა არის, „ქართულ ოცნებას“ ნუ აძლევთ შესაძლებლობას, ამ პროცესიდან არაფერი გამოვიდეს და თავი გაიმართლონო – ოპოზიცია რომ მათთან ერთად არ იჯდა, ფაქტობრივად, ეს პროცესი ჩავარდაო. როცა გვინდა, ვიოლა ფონ კრამონის რეკომენდაცია ხომ გვესმის? როცა არ გვინდა, როგორც ჩანს, შეიძლება, ვერ გავიგოთ. ეს არის არასწორი ოპოზიციის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც „სირცხვილიას“ აქციები აწყობს ხელისუფლებას, როგორც მთავრდება, ზუსტად ასე აწყობს „ქართულ ოცნებას“, რასაც ოპოზიცია აკეთებს. ამდენი ხანი ამ თამაშს რომ თამაშობენ, ფიზიკურად არ იციან სხვა რამე. ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა-გინება იციან, რომელიმე საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და დაცვა ისტერიკის გარეშე არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.