ვახტანგ მეგრელიშვილი - მოდი, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოდი, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს

მეორე ტურებში მონაწილეობა მგონია, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ეს გულწრფელად გააკეთებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიცური სპექტრის უნდობლობის მესიჯი.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენა სრულფასოვნად ყველამ დაიჯეროს, რომ ნახეთ, კი ბატონო, რაღაც შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომები გამოვასწორეთ, ამის დამჯერებელი ჩვენ არ გვეგულება. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს საღი აზრის დონეზე ესმით.  „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კრიტიკული სიტუაცია, მათ ფაქტობრივად მოაწყეს რევოლუციური მდგომარეობა ყველა გაგებით, რა შეიძლება იყოს აქედან არარევოლუციური გამოსავალი, რომელსაც იდეაში შეიძლებოდა, დათანხმებოდა ოპოზიცია – ჩვენ გავაჟღერეთ ეს იდეა. ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიცური სპექტრის უნდობლობის მესიჯი და ის პროცესი, რომელიც თავისთვის დაიწერა. ჩვენ კი არ გამოგვასწორებინოს სამართლებრივი პროცედურებით, ნება იბოძოს და ისე დასვას, რომ მეორე ტურებმა გაარკვიოს, ვისია ხელისუფლება. 48%-ით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, მან თქვა, რომ მეორე ტურებს აზრი არ აქვსო. ჩემი აზრით, თუ ეს არის ალტერნატივა იმ ესკალაციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ისე ფინანსურ სექტორში.

მეორე ტურებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ კი არა, მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ეს გულწრფელად გააკეთებს. მეორე ტურებში შეთანხმება იქნება პოლიტიკური, არასამართლებრივი, არა რაოდენობირივი დათვლა, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება.

მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს ხელისუფლება იმის იყოს და თუ გვინდა, შევიდეთ ყველა პარლამენტში. ოპოზიციამ რომც წააგოს, შევალთ, ოღონდ იმ პირობით, რომ მოვიგოთ, მაინც არ იქნება სამართლიანი, რადგან ეს არჩევნები არ არის სამართლიანი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.