ვახტანგ მეგრელიშვილი - იმდენად ცოტა რამ ვიცით სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ, რომ ლეგიტიმურია, გვქონდეს ეჭვი
ვახტანგ მეგრელიშვილი - იმდენად ცოტა რამ ვიცით სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ, რომ ლეგიტიმურია, გვქონდეს ეჭვი

იმდენად ცოტა რამ ვიცით სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ, რომ ლეგიტიმურია, ეჭვი გვქონდეს. ჩვენი მეგობრები რასაც გვეუბნებიან, მას შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, შეუძლებელია, ნატო-ს გენერლური მდივნის განცხადებას ყურადღება არ მიაქციონ.

„იმდენად ცოტა რამ ვიცით სანქციებთან დაკავშირებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ, რაც ყვარელში ბოლო ინციდენტის დროს გახდა ცნობილი, რას ვუერთდებით და რას – არა, საჯაროდ ცნობილი არ არის, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ლეგიტიმურია, ეჭვი გვქონდეს, რასაც ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, მას შეიძლება, ჰქონდეს საფუძველი. მაგალითად, როდესაც მოსამართლეები დაასანქცირეს, ჩვენ არ ვიცით მიზეზი და ვერც ვარკვევთ საქართველოს პარლამენტში. ვიცოდით, რომ ჩვენ სანქციებს, რაც დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის ჰქონდათ დაწესებული, ვუერთდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაცას არ ვუერთდებოდით, შესაბამისად, გამიჯვნის არქონა და არარსებობა, რას ვუერთდებით და რას – არა, ფაქტობრივად, არის საფუძველი ეჭვის, რომ შეიძლება, არსებობდეს რაღაც ხვრელები, რომლითაც საქართველო შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც აკრძალული საქონლის რუსეთში იმპორტის გზა. ამას როცა ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩემი აზრით, შეუძლებელია, ყურადღება არ მივაქციოთ და ის ეჭვები, რომლებიც ისედაც გვაქვს, კიდევ უფრო არ გაგვიძლიერდეს“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს“.