ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ, ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს და ზოგმა შეწყვიტა ბოიკოტი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ, ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს და ზოგმა შეწყვიტა ბოიკოტი

ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ამ კრიზისის ერთადერთი ამოცანა არის, პოლიტიკური წარმატებისთვის მიეღწიათ პარტიებს. ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს და ზოგმა შეწყვიტა ბოიკოტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, შიმშილობის და ბოიკოტის შეწყვეტის ფაქტები დადებითისკენ მიმართული პროცესებია.

„ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ამ კრიზისის ერთადერთი ამოცანა არის, პოლიტიკური წარმატებისთვის მიეღწიათ პარტიებს. კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს პარლამენტიც ამიტომ იყო პარალიზებული მთელი წლის განმავლობაში. ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს და ზოგმა შეწყვიტა ბოიკოტი. არ ვიცი ამ პარლამენტის მუშაობა სრულფასოვნად აღდგება თუ – არა. ეჭვი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კიდევ მოიფიქრებენ რამეს საჩხუბრად. მაგრამ ის, რომ ვიღაცები წყვეტენ შიმშილობას და ბოიკოტს, მაინც უფრო დადებით პროცესად მიმაჩნია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი