ვახტანგ მეგრელიშვილი - დიდი სიამოვნებით ჩვენ გვინდა პარლამენტში, თუმცა ეს უნდა იყოს პარლამენტი
ვახტანგ მეგრელიშვილი - დიდი სიამოვნებით ჩვენ გვინდა პარლამენტში, თუმცა ეს უნდა იყოს პარლამენტი

დიდი სიამოვნებით ჩვენ გვინდა პარლამენტში, თუმცა ეს უნდა იყოს პარლამენტი, პარლამენტს პარლამენტად აქცევს ორი რამე, ერთი ის, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და მეორე ის, რომ იქ არის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული და იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„თუ ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული, „გირჩის“ ოთხივე წევრი იქნება პარლამენტში, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული, „გირჩს“ პარლამენტში არაფერი ესაქმება. ჩემი აზრით, მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მოლაპარაკებების გარდა არაფერს არ აქვს აზრი. სიების ჩახსნას რაც შეეხება, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე დეპუტატი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ეს სხვა პროცედურაა, შესაბამისად, ამით არაფერი იცვლება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.