ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება
ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ.

„საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.