ვახტანგ მეგრელიშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს

არ მგონია, თამარ ჟვანია ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდეს, ამიტომ პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს.

„ძალიან პოზიტიური მოვლენაა თამარ ჟვანიას გადადგომა, მით უმეტეს ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღების შემდეგ, რაც იდეაში მთლიანი სისტემის განახლების საშუალებას იძლევა. ახალი კომისიის წევრები იქნებიან საოლქო და საუბნო კომისიებში. ამავე დროს ახალ არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც არ ექნება თამარ ჟვანიას  მემკვიდრეობა.

არ მგონია, რომ თამარ ჟვანია არის ისეთი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდეს დამოუკიდებლად. ამიტომ ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, ახალი არჩევნებისთვის მომზადების ეტაპზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს დატოვა.