ვახტანგ მეგრელიშვილი - ბატონო მიხეილ, 24 წლის წინ დავანებე თავი პრაქტიკულ ექიმობას, „ჰიპოკრატეს ფიცდადებულის“ ნიშნით ჩემი შერჩევა არასწორია, პოლიტიკაზე სასაუბროდ სიამოვნებით გეწვევით
ვახტანგ მეგრელიშვილი - ბატონო მიხეილ, 24 წლის წინ დავანებე თავი პრაქტიკულ ექიმობას, „ჰიპოკრატეს ფიცდადებულის“ ნიშნით ჩემი შერჩევა არასწორია, პოლიტიკაზე სასაუბროდ სიამოვნებით გეწვევით

ბატონო მიხეილ, პოლიტიკაზე სასაუბროდ სიამოვნებით გეწვევით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს.

„24 წლის წინ დავანებე პრაქტიკულ ექიმობას თავი. დიდი ხანია დეკვალიფიკაცია განვიცადე. ბატონო მიხეილ, პოლიტიკაზე სასაუბროდ სიამოვნებით გეწვევით, „ჰიპოკრატეს ფიცდადებულის“ ნიშნით ჩემი შერჩევა არასწორია“, – წერს მეგრელიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში მიართვა გაავრცელა, სადაც პარლამენტის ყველა ექიმ წევრს, მოუწოდა, რომ მოინახულონ, როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნები.