ვახტანგ მეგრელიშვილი - არ უნდა წაეშალა მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი, ჩვეულებრივი ამბავია
ვახტანგ მეგრელიშვილი - არ უნდა წაეშალა მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი, ჩვეულებრივი ამბავია

საერთოდ არ უნდა წაეშალა მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი, ჩვეულებრივი ამბავია. ამას ისედაც პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

„მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იდეაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ისედაც აკეთებს. რომ შეხედოთ მედიას ან განცხადებებს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების, რაც, მაგალითად, ამ სტატუსში ეწერა იგივე ბრალდებები ისმის მედიაში. განსხვავება რაში მდგომარეობს, მე იმასაც ვერ ვხვდები. საერთოდ არ უნდა წაეშალა მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი, ჩვეულებრივი ამბავია. ამას ისედაც პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსები ლაპარაკობენ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სტატუსი – „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ“. მოგვიანებით, ეს სტატუსი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტი მას არ დაუწერია.