მიხეილ სააკაშვილი - როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ
მიხეილ სააკაშვილი - როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ

როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად, ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება, „ივანიშვილი გკლავს“, ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში საჯარო იყო, თუმცა მოგვიანებით წაიშალა და მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე აღარ იძებნება.