ვახტანგ მეგრელიშვილი - ამ ეტაპზე არანაირი შეხვედრა არ არის ჩანიშნული, როგორც ჩანს, მედიატორები არ არიან დარწმუნებული, რომ შეხვედრას ახლა აზრი აქვს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ამ ეტაპზე არანაირი შეხვედრა არ არის ჩანიშნული, როგორც ჩანს, მედიატორები არ არიან დარწმუნებული, რომ შეხვედრას ახლა აზრი აქვს

შეხვედრას არ წყვეტს არც ოპოზიცია, არც შეხვედრაში მონაწილე რომელიმე მხარე, ჯამურად მედიატორები ამზადებენ შეხვედრას, როცა ისინი გრძნობენ, რომ შეხვედრას აზრი აქვს,  -ამის შესახებ „გირჩის“

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეხვედრა არ არის ჩანიშნული.

„არანაირი შეხვედრა არ არის ჩანიშნული, ჩანიშნული რომ იყოს თქვენ ჩვენზე პირველები გაიგებდით. სინამდვილეში ამას წყვეტენ მედიატორები, რამდენად მზად არიან მხარეები, როგორც ჩანს, მედიატორები არ არიან დარწმუნებული, რომ შეხვედრას ახლა აზრი აქვს. ამას არ წყვეტს არც ოპოზიცია, არც შეხვედრაში მონაწილე რომელიმე მხარე, ჯამურად მედიატორები ამზადებენ შეხვედრას, როცა ისინი გრძნობენ, რომ შეხვედრას აზრი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, „გირჩი“ ყველა პარტიასთან ლაპარაკობს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.