ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს საბოტაჟში ადანაშაულებს
ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს საბოტაჟში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი, საბჭოს მოსამართლე წევრებს ქვეყნის წინაშე საბოტაჟში ადანაშაულებს.

მჭედლიშვილი ამ მოსაზრების დასადასტურებლად, უახლოეს მომავალში, წერილობითი სახით მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს.

„გასულ წელს დავაანონსე, რომ მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინაშე. დღესაც ვიმეორებ, რომ ეს საბოტაჟი გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამ საბოტაჟის შედეგი არის ის, რომ დღეს მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი აღარ არის მოქალაქეებისთვის.

ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოში 3-დან 4 წლამდე უწევს მოქალაქეს მართლმსაჯულების მიღება. ეს არის შედეგი იმ ქცევების, რაც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ქვეყანა არ არის მარტო მოსამართლე წევრების და ნამდვილად ვერ მივცემთ საბოტაჟის უფლებას.

საბოტაჟის მიზანია, საკუთარი თავის გადარჩენა და შემდეგ უკვე გავლენის სფეროების მოპოვება და ისევე მართვა სასამართლო სფეროების, როგორც მართავდნენ 9 წლის განმავლობაში.

ამით ქართულმა საზოგადოებამ კარგი ვერაფერი მიიღო. საბოტაჟის მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებას საზოგადოებას აუცილებლად წარვუდგენ წერილობითი ფორმით”,- განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი