ვახტანგ მჭედლიშვილი - ჩემთვის მთავარი იყო, თუნდაც მარტო დარჩენილს, მებრძოლა განსხვავებული აზრისთვის
ვახტანგ მჭედლიშვილი - ჩემთვის მთავარი იყო, თუნდაც მარტო დარჩენილს, მებრძოლა განსხვავებული აზრისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის  მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, დღეს მოქმედი საბჭოს საქმიანობას დადებითად არც პოლიტიკური პარტიები და არც არასამთავრობო სექტორი აფასებს.

„მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა არც „ქართული ოცნება“. ნეგატიურად აფასებს მათ საქმიანობას დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიც, მათ „შორის ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიარებს მათ საქმიანობას შეცდომად. ჩემთვის მთავარი იყო, მე მქონოდა ჩემი მოსაზრებები და თუნდაც მარტო დარჩენილს, ეს მოსაზრებები აქტიურად დამეცვა და მებრძოლა განსხვავებული აზრისთვის. ყველაზე ობიექტური და კარგი შემფასებელი გვყავს საზოგადოება“, – განმარტა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ის პოზიტიურად არ აფასებდა იმ მოსამართლე წევრების საქმიანობას, ვინც 9 წლის განმავლობაში იყო მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა, დღეს ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობა უარყოფიდად შეაფასა და მას ბრალი დასდო, გარკვეული ძალების დაკვეთის შესრულებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა დღეს უნდა დაასახელოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვის დაასახელებს აღნიშნულ კანდიდატურაზე გიორგი მარგველაშვილი. ახალი კანდიდატი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.