ვახტანგ მახარობლიშვილი - ყველას თავისი როლი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, თითოეულმა მოქალაქემ წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება
ვახტანგ მახარობლიშვილი - ყველას თავისი როლი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, თითოეულმა მოქალაქემ წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

ყველას თავისი როლი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, თითოეულმა მოქალაქემ წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მახარობლიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ დღევანდელ ღონისძიებას, „ელჩების კონფერენციას“ სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

„მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ მარტივი მიზეზის გამო. მე ორგანიზაციულ-პროტოკოლურ თემებში ბუნებრივია, ჩართული არ ვარ და ვერ ვიქნებოდი. ვფიქრობ, ზოგადად, ყველა მოქალაქეს აქვს თავისი როლი და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა და თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანონ იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.