ვახტანგ გომელაურს ნდობის ჯგუფში უსმენენ
ვახტანგ გომელაურს ნდობის ჯგუფში უსმენენ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

ნდობის ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ხვდება.

შეხვედრაზე მიწვეული არიან უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.